2010 წლის პირველი მარტიდან თბილისში მცხოვრები ყველა კატეგორიის პენსიონერი 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს.
ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან ამისათვის დამატებით 19 956 000 ლარი გამოიყოფა.
უგულავას თქმით, 167 271 პენსიონერს სატრანსპორტო პერსონალური ბარათი დაურიგდება, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მუნიციპალური ტრანსპორტით ნახევარ ფასად იმგზავრონ. ბიუჯეტიდან ამისათვის 3 504 000 ლარი გამოიყოფა.
თბილისის მერის განცხადებით, ასევე ყველა კატეგორიის პენსიონერს მედიკამენტების შესაძენად 25 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ვაუჩერების ასანაზღაურებლად 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.