დასაქმების ბიუჯეტის ფარგლებში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაქმება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
ამის შესახებ დღეს საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
დასაქმების ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იანვრის ბოლომდე 2000 ადამიანი დასაქმდება.
"მერიისა და კერძო სექტორის შეთანხმებით განხორციელდება პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასაქმებას ითვალისწინებს. ქალაქის მასშტაბით ყველა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის თითო წევრი კერძო სექტორში დასაქმდება", _ განაცხადა გიგი უგულავამ.