"თეატრალურ ფესტივალზე რაღაც სპექტაკლების რაოდენობა შესაძლებელი იყო საერთოდ არ ჩამოეტანათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი იყო", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა ნიკა თავაძემ.
"ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას რომ შეირჩეს ზუსტად სპექტაკლები ალბათ ხარისხისდა მიხედვით, რასაც ჯგუფი ჭირდება, გამოცდილი ადამიანები, იმიტომ რომ ფესტიავლი ძალიან საინტესესოა, ძალიან ბევრის მომცემი, აუცილებელი ყველა განხრით, ტურისტული და ასევე, თეატრალური დონის ამაღლებისთვის. ვთვლი, რომ რისკის ქვეშ იქნება ფესტივალი თუ ეს იმედს გააცრუებს. იდეალური არაფერია, თუმცა ამ შემთხვევაში წელს საშუალო დონე აჩვენეს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" თავაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოტომბრამდე გაგრძელდა. მასში მონაწილეობას იღებდა, როგორც ქართული თეატრების სპექტაკლები, ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სპექტაკლების პროგრამაც.