თბილისის მერია თბილისელებს დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას სთავაზობს.
როგორც დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, დასაქმების ბიუჯეტის ფარგლებში თბილისის მერია თბილისელებს კომპიუტერისა და ინგლისურის შემსწავლელ კურსებს უფასოდ შესთავაზებს.
უგულავას განცხადებით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წელიწადში ათი ათასი ადამიანი შეიძენს დასაქმებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
"პროგრამის ფარგლებში თბილისის მასშტაბით 37 სასწავლო ცენტრი გაიხსნება. წლის ბოლომდე 10 000 ადამიანი შეძლებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მიღებას. მერიაში შეიქმნება კურსდამთავრებულთა ბაზა. წარჩინებულებს მერია სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში მუშაობის დასაწყებად უშუამდგომლებს", _ განაცხადა გიგი უგულავამ.