თბილისის დასაქმების ბიუჯეტის ფარგლებში 50 ათასი ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია გზის საფარის აღდგენა, ავარიული სახლების გამაგრება, ქალაქის განათება, გამწვანება, დასუფთავება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სხვა.
თბილისის მერის თქმით, გასულ წელთან შედარებით, თბილისში 8700 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
"თბილისის დასაქმების ბიუჯეტი მოიცავს მთალ რიგ წინადადებებს, რაც მიზნად ისახავს თბილისელების დასაქმებას. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი "ძველი თბილისის სიცოცხლე", რომელიც ისტორიული უბნებისა და მისი შემოგარენის, სახლებისა და შენობების რეაბილიტაციას, ბანკებისა და სამშენებლო სექტორის ხელკშეწყობას, დაწყებული მშენებლობების დასრულებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს", _ განაცხადა გიგი უგულავამ.