მას შემდეგ, რაც საქართველომ 2024 წელს გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, აზრი არ ჰქონდა მის მოწვევას კოპენჰაგენში, 1-2 სექტემბერს ევროკავშირის მინისტრებისა და კანდიდატი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დანია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა
„2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. ამ კონტექსტში, დანიის თავმჯდომარეობა მიიჩნევს, რომ აზრი არ აქვს საქართველოს მინისტერიალებზე მოწვევას, როგორც ევროკავშირისთვის კანდიდატი ქვეყნის“, - განუმარტეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშ „ევროპეისა პრავდას“ ჟურნალისტს.
დანიის თავმჯდომარეობამ განმარტა, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების 2024 წლის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“.