11 ოქტომბერს, 17 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ქართველი კარიკატურისტი მხატვრების ექსპოზიცია გაიხსნება. გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი, მხატვრები, მოწვეული სტუმრები, დაესწრებიან.
ჯემალ ლოლუას, მურთაზ აბაშიძისა და ვახტანგ კუციას 1975 წლიდან 2000 წლამდე შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად ქარვასლაში ახალგაზრდა მხატვრების ზურაბ და ზაალ სულაკაურების, მანანა ქავთარაძისა და ია გოგილაშვილის კარიკატურებიც გამოიფინება.
ქარვასლის საექსპოზიციო კოლექცია ჟურნალ „ნიანგის" ყოფილი კორესპონდეტის, ჟურნალ „სიცილიას" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, მწერალ თეიმურაზ გძელიძის პირადი არქივის ნაწილია. თეიმურაზ გძელიძის კოლექციაში დაცული ათობით ნამუშევრიდან, მწერლის მეუღლის სულიკო კერესელიძის მიერ საგამოფენოდ 300 შეირჩა. გასული და 21-ე საუკუნეების საუკუთესო კარიკატურების გარკვეული ნაწილი ქარვასლაში 16 ქტომბრამდე დარჩება.