"ასკანელი ძმების" ღვინის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ქარხნის მექანიკოსი დაიღუპა.
37 წლის მამაკაცის ცხედარი ჯერ კიდევ აფეთქების შედეგად ჩამოშლილი ქარხნის ერთი ნაწილის ნანგრევებშია მოყოლილი. მის ამოსაყვანად ადგილზე სამაშველო სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
შემთხვევა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს დილოთ, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. აფეთქდა 20-ტონიანი სპირტის ავზი, თუმცა მომხდარის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია.
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის 9 ბრიგადამ 15 წუთში შესძლო.