ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, თელავის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 56 898 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 20 359 ამომრჩეველმა მიიღო. ბათილად მიჩნეულია 442 საარჩევნო ბიულეტენი.
ცესკო-ს ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა 16 790 ხმა მიიღო, ქრისტიან-დემოკრატებიდან - პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხმა 2179 ხმა მიიღო, „მრეწველებიდან" თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვასილ არაბულმა კი - 940 ხმა მიიღო.
საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია ვასილ დავითაშვილი.
შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო ჩატარდა.