საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცახდებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობას 2000 წლიდან ასრულებს.
"ამ ხაზით აღნიშნულ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მისი მხრიდან არ ჩატარებულა. საპატიო კონსულები, როგორც წესი, ასრულებენ იმ ფუნქციებს, რომელსაც ის სახელმწიფოები აკისრებენ, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ ", - განაცხადა ვაშაკიძემ.
მისი განმარტებით, მათი ფუნქციები მდგომარეობს ეკონომიკური საქმიანობის წახალისებაში.
„რაიმე მნიშვნელოვან და სერიოზულ აქტივობას ამ კუთხით, გამომდინარე ქვეყნის მასშტაბებიდან, ადგილი არ ჰქონია", _ განმარტა ვაშაკიძემ.