ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეერთებული შტატების დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას. ამის შესახებ საუბარია დელეგაციის ხელმღვანელის მაიკლ ტერნერის განცხადებაში.
მისი თქმით, წლების განმავლლობაში საქართველომ ერაყსა და ავღანეთში თავისი უმნიშვნელოვანესი დამხარებით დაამტკიცა, რომ არის სანდო მოკავშირე და უსაფრთოების გარანტი.
"ნატოს გაფართოება არ შეიცავს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის პირიქით ის აძლიერებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელ ევროატლანტიკურ არეალში. მე მხარს დავუჭერ წევრობის ერთთობლივ სამოქმედო გეგმას საქართველოს ჩიკაგოში ნატოს 2012 წლის სამიტზე. ნატოს გაფართოების პროცესმა ისტორიული წარმატება მოგვიტანა. სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის , კანონის უზენაესობის თანამშრომლობისა და სხვა საერთო მიზნების მიღწევის პროცესში მთელ ევროპაში, რომელიც თავისუფალი და ერთიანია", - ნათქვამია ტერნერის განცხადებაში.
იგი სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციებსაც შეეხო და დასძინა, რომ ამერიკის წარმომადგენლობითმა პალატამ ცოტახნის წინ დაიწყო რეზოლუცია ნომერ 374-ის განხილვა, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ინიციატივას შეეხება.
ტერნერი, მოუწოდებს ნატოს ყველა წევრს იმავე ნაბიჯის გადადგმას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოსთან სავაჭრო კავშირების გამყარებას.