დღეს, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე სასტუმრო Holliday Inn-ში Fly Dubai-სა და საქართველოში მისი ავტორიზებული დისტრიბუტორის Dubai.ge-ს ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან Fly Dubai-ს კომერციული და რეგიონალური განვითარების დირექტორები, ტურიზმისა და კურორტების დაპარტამენტის ხელმზღვანელი მაია სიდამონიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და ასევე ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია.
4 ნოემბრიდან Fly Dubai საქართველოში რეგულარულ რეისებს თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ შეასრულებს.
Fly Dubai 2008 წელს დაარსდა და Emirate Airline-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც რეისებს მსოფლიოს 45 ქვეყნის მიმართულებით ასრულებს. კომპანია მომხმარებელს დაბალ ფასსა და მომსახურების მაღალ ხარისხს სთავაზობს. Fly Dubai-ის 189 ადგილიანი ახალი თაობის ბორტი ბოინგი 737-800 აქვს, რომელიც აღჭურვილია უახლესი HD სენსორული ეკრანებითა და რეკაროს ბრენდის თანამედროვე სავარძლებით.