რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს.
"ეს აბსოლუტურად კერძო ვიზიტებია",_ განაცხადა პესკოვმა და დაადასტურა, რომ ბერლუსკონი და შრედერი მართლაც ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე დასასწრებად ჩავიდნენ რუსეთში.