საქართველოს პრეზიდენტმა, საფრანგეთის პირველი პირი დააჯილდოვა. როგორც ცნობილია, გუშინ, 7 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პირველი პირი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, სასახლიდან თბილისის ხედები დაათვალიერებინა და არაფორმალურ გარემოში გაესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტისგან ჯილდო საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომის, საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის მიიღო