საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დღეს ქართველი ხალხის წინაშე თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მოლოდინის მიუხედავად, საფრანგეთის პრეზიდენტს სიტყვა "ოკუპაცია" არ უხსენებია.
სარკოზმა ისაუბრა საქართველოს სუვერენიტეტზე და განაცხადა, როპმ საფრანგეთი და ევროპა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დღევანდელი ვიზიტი საქართველოში სარკოზისთვის მესამეა. პირველად ის საქართველოს 2008 წლის 12 აგვისტოს ეწვია, შემდეგ იმავე წლის სექტემბერში.