ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ჩვენ ვართ ევროპელები. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არჩევანი არის თავისუფლება და ევროპა და ფოჩიანი კამფეტების დაპირებით, ყველანაირი მუქარებით და დაშინებით საქართველოს ვეღარ დააჩოქებენ ყველაზე ძლიერი დამპყრობელის წინაშეც კი.
"მე აქ ვსაუბრობ იმაზე რაც შეიძლება უბრალო პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს. მე ვსაუბრობ იდენტურობასა და ფასეულობებზე. მე ვსაუბრობ იმაზე რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავრობა და ოპოზიცია. უფრო მნიშცვნელოვანია ვიდრე მე ან ნებისმიერი სხვა ლიდერი, რომელიც აქ შეიძლება ჩემს ნაცვლად იდგას. მე ვსაუბრობ იმაზე რაც არავის საკუთრება არ არის და არავის არ შეუძლია მისი ჩახშობა. ეს არის ჩვენი ამაყი ერის მომავალი. მის წინაშეა ჩვენი ეთნიკური და სოციალური წარმომავლობა, ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური განსხვავებები. ბატონო პრეზიდენტო კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ოქროს საწმისის ქვეყანაში, თავისუფალ ქვეყანაში", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ქართველები ერთად და ამაყად დგანან.
"დღეს კიდევ ერთხელ უნდა შეიტყოს მსოფოლიომ, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად, ჩვენ ვართ თავაწეული ერი, ჩვენ ვერავინ დაგვაჩოქა, ჩვენ ვართ ქართველები ყველანი და მაშასადამე ჩვენ ვართ ყველანი ევროპელები", - აღნიშნა სააკაშვილმა.