"მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს და მიწას", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ დევნილებმა უნდა შეძლოს საკუთარ სახლებში დაბრუნება, რათა გაყოფილმა ოჯახებმა ერთმანეთთან შეხვედრა შეძლონ.
"თითოეული მხარე აქტიურად და გულწრფელად უნდა იქნეს ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების დისკუსიებში, რადგან მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი უნდობლობის გადალახვა და სადისკუსიოდ გამოტანილი მთავარი პრობლემების გადაჭრა. მიღებული უნდა იქნას ნდობის აღდგენის ზომები"- აღნიშნა სარკოზიმ.