ნიკოლა სარკოზმა თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას, საფრანგეთისა და რუსეთის ურთიერთობებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ბედი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს, მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, რადან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია და ჩვენ ერთად ევროპელები და რუსები ვუზრუნველყოფთ, ჩვენი ხალხების მდგრად კეთილდღეობას, ქართველმა და რუსმა ხალხმა საბჭოური კომუნიზმის 70-წლიანი ერთი და იგივე ტრავმა გადაიტანა. მაგრამ ორივემ შეძლო ფეხზე წამომდგარიყო და საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი გამხდარიყო. მრავალი ასობით ათასი თქვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში, ხოლო მოსკოვში კი თბილისის შემდეგ, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
თქვენი ბიზნესმენები მოსკოვში აბანდებენ კაპიტალს, ხოლო მრავალი რუსი კოლეგა ჩამოდის აქ, თქვენი ეკონომიკის დინამიური განვითარებისთვის, რათა ისარგებლონ მრავალფეროვანი კლიმატით"- აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთ-საქართველოს შორის ნდობის აღსადგენად, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება უნდა შეწყდეს და უპირატესობა დიალოგს მიენიჭოს.
"ნდობის აღსადგენად დაპირისპირება უნდა შეწყდეს და უპირატესობა დიალოგს მიენიჭოს. ნდობის აღდგენის მიზნით კი საჭიროა დასრულდეს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს აბსოლიტურტად მიუღებელია", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავისუფლების მოედანზე სირტყვით გამოსვლისას.