Vive la Georgie, Vive la France, - ამ სიტყვებით დაასრულა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სიტყვით გამოსვლა, რომლითაც მან თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
ნიკოლა სარკოზიმ, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.
"გასული საუკუნის დასაწყისში, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთს ბედუკუღმართობისა და განსაცდელის ჟამს შეხვდნენ. ისტორიის მიერ ჩვენთვის მოვლენილი ამ შეხვედრებისას ჩვენს ხალხებს შორის ღრმა მეგობრობა დამყარდა. ამ საღამოს მე მოვერდი აქ, თავისუფლების მოედანზე, რათა ამ მეგობრობის ზეიმში მივიღო მონაწილეობა. მე მოვედი, რათა დაგარწმუნოთ, რომ საფრანგეთი ისევე როგორც, გუშინ, თქვენთან ერთად იქნება, თქვენს გვერდში იქნება, თქვენი ერთგული მეგობარი იქნება, რათა დაუახლოვდეთ უფრო ევროპას. საფრანგეთი მხოლოდ გუშინდელი მეგობარი არ არის. მე ამიტომაც მოვედი, რათა ამაში დაგარწმუნოთ, რომ ერთგული სამუდამო მეგობარია - ვისი იმედიც საქართველოს უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა სარკოზიმ.