საფრანგეთსა და საქართველოს გაცილებით მეტი აკავშირებს, ვიდრე ის ავბედითი 2008 წლის აგვისტოს საშინელი დღეებისა და ღამეების მოგონება. განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, 90 წლის წინ სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდგომ როდესაც საქართველომ მიიღო დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელმაც ქალთა საარჩევნო ხმის უფლება ცნო, საქართველოს ახალგაზრდა მთავრობამ საფრანგეთში ჰპოვა თავშესაფარი, რათა გაქცეოდა ბოლშევიკური არმიის შემოსევას.
"შემდეგი ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთში საქართველოს თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილის შენარჩუნება მოახერხდა. ზუსტად საფრანგეთის მიწაზე ლევილში სადაც განისვენებს მრავალი დიდი ქართველი, რომელიც ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მსგავსად თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდნენ, იმ საქართველოზე რომელსაც თქვენ განახიერებთ დღეს", _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა: - "მე სრულიად ვუჭერ მხარს ქართული კულტურის ცენტრის გახსნის პროექტს მის განვითარებაში. თქვენ წამოიწყეთ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა. Kკავკასიის ფრანგული სკოლის გახსნით წელს არაჩვეულებრივ შენობაში საფრანგეთი თქვენს გვერდით იქნება, რათა ჩამოყალიბდეს ხვალინდელი ელიტა, რათა ახალი ხიდები გაიდოს საფრანგეთს, ევროპასა და საქართველოს შორის", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ და დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე სანდრა, რომლებიც ასე კარგად საუბრობენ ფრანგულ ენაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფრანგული ენის ფლობა საუკეთესო პასპორტია მაღალი თანამდებობების დასაკავებლად.
"მე მსურს რომ მათ მსგავსად თქვენმა ახალგაზრდობამაც მიიღოს განათლება მთელი მსოფლიოს ფრანკოფონური უნივერსიტეტების ქსელში", _ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.