ვარდების რევოლუციამ საფრანგეთში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება მაშინ გაყოფილი იყო, ქართული ეკონომიკა ძალიან დასუსტებული და მთელი ქვეყანა ერთგვარი ეჭვით იყო შეპყრობილი.
"ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ მაინც რამხელა გზაა გავლილი მას შემდეგ. აღდგენილია ქვეყანაში გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის დისტრიბუცია. შეკეთდა თქვენი გზები და განვითარდა ინფრასტრუქტურა, მთელს ქვეყანაში აღდგა უსაფრთხოება და ისეთ დონეზეც, რომ თბილისს კრიმინოგენული თვალსაზრისით ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვს", _ აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ და პოლიციის გამჭვირვალე შენობებზე გაამახვილა ყურადღება: "თქვენთან პოლიციის განყოფილებები შეიქმნა, განყოფილებები კი გამჭვირვალებია, ისევე როგორც პოლიცია, რომელიც ადრე მსოფლიოში ყველაზე უფრო კორუმპირებულთა შორის იყო", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.