ყველამ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ საქართველოს როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას უფლება აქვს განსაზღვროს თავისი გზა და თავისუფლად აირჩიოს მეგობრები და მოკავშირეები. ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხარტოს საკუთარი მისწრაფება შევიდეს ნატოში თუ მის ხალხს ასე სურს.
"საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერანაირად ვერ ჩაენაცვლება. ყველამ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ საქართველოს როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას უფლება აქვს განსაზღვროს თავისი გზა და თავისუიფლად აირჩიოს მეგობრები და მოკავშირეები. საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს სკაუთარი მისწრაფება შევიდეს ნატოში თუ მის ხალხს ასე სურს", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ და საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვისას აღნიშნა: "ბატონო პრეზიდენტო, საქართველო თავისუფალია გამოხატოს თავისი მისწრაფება შეუერთდეს ალიანსს, რადგან ეს მისწრაფება არის საქართველოსთვის უნიკალური შანსი".