საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოსა და რუსეთს მეგობრობის გზაზე დადგომისაკენ მოუწოდა. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"საფრანგეთმა და გერმანიამ დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ გააკეთა არჩევანი. ეს იყო ორი შორსმჭვრეტელი ადამიანის, შარლ დე გოლისა და კონრად ადენაუერის გადაწყვეტილება კაცობრიობის ცნობიერებაში ყველაზე საშინელი კონფლიქტის ნანგრევებზე თავისი ხალხის შერიგების გზაზე ბატონო სააკაშვილო", _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აღნიშა, რომ "დღეს საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობა გულწრფელი და მტკიცეა".
"ისინი შერიგებული და დაძმობილებული ერია და მე გულწრფელად მინდა გითხრათ, საქართველოსა და რუსეთს მინდა მოუწოდო, რომ ეს იგივე გზაა, რომელსაც თქვენი ქვეყნები უნდა დაადგნენ. რადგან არც კავკასიაში და არც არსად სხვაგან დაპირისპირება ბედისწერა არაა", _ აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.