საფრანგეთი ნებისმიერ სხვა ერზე მეტად აცნობიერებს თქვენი ქვეყნის ძალისმიერი დაპყრობის შედეგად გამოწვეულ ტკივილს და ეს ხალხისთვის თავს მოხვეული ძალიან მძიმე განცდაა - სეპარატიზმი. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საფრანგეთი ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად გრძნობს ყველა სახლიდან გამოძევებულ ოჯახებსა და მიწას მოწყვეტილ პირთა ტკივილს.
"არცერთმა სხვა ქვეყანამ ეს არ იცის ისეთი სიმძაფრით როგორც საფრანგეთმა, რადგან იცის რას ნიშნავს ქვეყნის გახლეჩა", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.