"აქ მინდა საზეიმოდ დავადასტურო ჩვენი ქვეყნისა და ევროპის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - განაცხადა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და აღნიშნა, რომ საფრანგეთი კონფლიქტის დამდგარ შედეგს არ ურიგდება.
"საფრანგეთი დამდგარ შედეგს არ ურიგდება. მე აქ მინდა საზეიმოდ დავადასტურო ჩვენი ქვეყნისა და ევროპის მხარდაჭერა. საფრანგეთის მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", _ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.