საქართველოს გზა და საბოლოო მიზანი ნათელია - ეს არის ევროპა და ამას ვერაფერი შეაჩერებს. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყუვით გამოსვლისას.
"ვერცერთი ინტეგრაციის შეჩერების იდეით შეპყრობილი უცხოელი ლიდერი, ვერცერთი უცხო ქვეყნის ჯარი, როგორ საშიშადაც არ უნდა გამოიყუირებოდეს, ვერცერთი მეხუთე კოლონა ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენს აცდენას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს გზა და საბოლოო მიზანი ნათელია - ეს არის ევროპა - ამას გვავალებს ჩვენი წარსული და ამას მოითხოვს, ჩვენი მომავალი".