2008 წელს მეხუთე კოლონა ვერ გაინძრა იმის გამო, რომ გვყავდა მოკავშირეები, რომლებიც გვერდზე დაგვიდგნენ - მათ შორის იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი ნიკოლა სარკოზი. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავიფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
"2008 წელს ტანკები ამ მოედანზე ვერ შემოვიდნენ არა იმიტომ, რომ კეთილი ნება გამოიჩინა დამპყრობელმა, არამედ იმიტომ რომ ქართველი ერი იყო ერთიანი. მეხუთე კოლონა ვერ გაინძრა და პირველ რიგში იმის გამო, რომ გვყავდა მოკავშირეები, რომლებიც გვერდზე დაგვიდგნენ და მათ შორის იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი ნიკოლა სარკოზი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა - ასეთი მეგობრობა იყო შედეგი ჩვენი მზარდი ინტეგრაციისა, საერთო ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.
"სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგერაცია იყო ვარდების რევოლუციის მთავარი მისწრაფება. ის რადიკალური რეფორმები რომელიც 2003 წლიდან საზოგადოებრივი განვითარების ყევლა სფეროში დავიწყეთ ერთ მთავარ მიზანს ემსახურებოდა, საქართველოს ევროპულ ტრანსფორმაციას, ჩვენი უძველესი ევროპული ერის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.