საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია გერმანიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის სახელზე დაწერილი შესაბამისი განაცხადი ქვეყნის ყოფილმა პირველმა ლედიმ საქართველოში გერმანიის საელჩოში უკვე დატოვა.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია აღნიშნულის მიზეზად მის ოჯახზე გამუდმებულ "ტერორს" ასახელებს.
"იძულებული გავხდი გერმანიის რესპუბლიკის საელჩოსთვის ამ წინადადებით მიმემართა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ ვიტყვი იმ შემთხვევაშიც კი, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფრის მონიჭების თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - განუცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ ჟურნალისტებს.