ლიტერატურის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია შვედ პოეტს თომას ტრანსტრემერს მიენიჭა. ეს განცხადება სტოკჰოლმში შვედური აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ეგლუნდმა გააკეთა.
"მისმა კონცენტრირებულმა და ნათელმა გმირებმა ჩვენ მსოფლიოზე ახლებურად შეგვაზედა", _ აცხადებენ აკადემიკოსები.
პრემიის ჯილდო 10 მილიონ შვედურ კრონს (ერთი მილიონი ევრო) შეადგენს და მისი გადაცემის ცერემონიალი სტოკჰოლმში 10 დეკემბერს - ალფრედ ნობელის (1833-1896წწ) გარდაცვალების დღეს გაიმართება.
თომას ტრანსტრემერი XX საუკუნის ერთ-ერთი უმსხვილესი შვედი და მსოფლიო პოეტია. იგი 1931 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. თავდაპირველად იგი პროფესიონალი პიანისტი იყო, მაგრამ 1990 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ მას სხეულის მარჯვენა მხარე გაუჩერდა და მეტყველება აღარ შეეძლო. ამის შემდეგ მან მარცხენა ხელით წერა ისწავლა და ფორტეპიანოზე უკრავდა კიდეც ნაწარმოებებს მარცხენა ხელისათვის, რომელსაც სპეციალურად მისთვის დასავლელი კომპოზიტორები წერდნენ.
იგი ლექსებისა და პროზის 12 წიგნის ავტორი და ყველა ძირითადი პრემიის ლაურეატია, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს. 1981 წელს მან პეტრარკას ევროპული და პოეტური პრემიაც მიიღო, რომელიც მას გერმანიაში მიანიჭეს.
შეგახსნებთ, რომ 5 ოქტომბერს ქიმიის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია კვაზიკრისტალების აღმოჩენისათვის ისრაელის მკვიდრ მეცნიერს დანიელ შეხტმანს მიენიჭა. შეხტმანი ტეხნიონში - ხაიფაში მდებარე ტექნოლოგიების ინსტიტუტში მუშაობს. მას ეს პრემია ასევე 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში გადაეცემა 10 მილიონ შვედურ კრონთან ერთად.
ამას გარდა, 4 ოქტომბერს ფიზიკის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია კოსმოლოგიის სფეროში დედამიწის შესწავლისათვის გაწეული სამუშაოებისათვის სამ მეცნიერს მიენიჭა. ესენი არიან ამერიკელი მეცნიერები სოლ პერლმუტერი და ადამ რაისი და ავსტრიელი მეცნიერი ბრაიან შმიდტი. მათ დედამიწის გაფართოების სიჩქარის გაძლიერება აღმოჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ალფრედ ნობელმა თავის ანდერძში ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ლაურეატის დასახელების ამორჩევა სტოკჰოლმში არსებულ კაროლინის ინსტიტუტს უანდერძა. მასთან არსებული ნობელის კომიტეტი შედგება ხუთი მუდმივი წევრისაგან, რომელთაც თავის მხრივ აქვთ უფლება კონსულტაციებისთვის ექსპერტები მოიწვიონ. ტრადიციისამებრ, ნობელის კომიტეტები ბოლო მომენტამდე არაფერს აცხადებენ არც პრემიის პრეტენდენტებზე და არც მათზე, ვინც ისინი პრემიაზე წარადგინა.