შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) და N2 სამმართველოს (ახალციხე) თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პიროვნება დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი თურქეთის მოქალაქეა, ერთიც ინდოეთის, და ორი ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქეა.
დაკავებულები ცდილობდნენ უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 19,344-ე (პრიმა ერთი) მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით.
მასალის გამოყენების პირობები