რუსეთის ფედერაციაში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩის დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან არავითარი გაკვეთილი არ მიუღია.
მისივე თქმით, აგვისტოს ომი იყო "თბილისის რეჟიმის იდეოლოგიის" არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მარცხიც.
"საქართველო, ეს ხომ შეუმდგარი ქვეყანა და უუნარო სახელმწიფოა. სხვა დანარჩენი ილუზიაა. რაზე უნდა ველაპარაკოთ ვირტუალურ ქვეყანას. ეს რეჟიმი გაკოტრებულია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით", - აცხადებს მედოევი.
რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი განმარტებით, მათ კარგად ესმით, რომ "ქართველი ხალხი მათი მეზობელია და საქართველოს ამჟამინდელი, არაადეკვატური ხელისუფლების ქმედებებზე ის პასუხს არ აგებს".
"როგორც ამბობენ, ფიურერები მიდიან და მოდიან, ხალხი კი რჩება", - დასძენს მედოევი.