ახალგორში H1N1 ვირუსით 4 ბავშვი მკურნალობს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უსაფრთხოების მიზეზით მარიონეტული რეჟიმი ადმინისტრაციულ საზღვარზე ზომებს ამკაცრებს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგორში დისლოცირებულ რუს სამხედროებს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც ჩაუტანეს.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში დაინფიცირებულთა დასახმარებლად მზად არის.