"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ვანის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების აპარატის უფროსმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის რაიონში საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. დეპუტატის თქმით, ჯერ საძოვრების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გაიყიდა, თუმცა ორი ათასამდე კომლს უკვე პრობლემა შეექმნა, 65 ჰექტარიდან 29 ჰექტარი სოფლის გამგებლის ოჯახმა შეიძინა.
"სპეციალისტებთან ერთად ჩვენ შევისწავლეთ ყველა საბუთი და უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პრივატიზაცია კანონის დარღვევით მოახდინა. ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ საიმისოდ, რომ გადაწყვეტილება გაუქმდეს და საძოვრები კვლავ მოსახლეობის სარგებლობაში დარჩეს" - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.