მუხიანის მეოთხე მიკრორაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. 34 წლის თემურ აივაზოვი საცხოვრებელი სახლის მეცხრე სართულიდან გადახტა.
აივაზოვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში ცოცხალი გადაიყვანა, თუმცა ექიმების განცხადებით, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა, რის გამოც ის რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
თემურ აივაზოვს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ის შემთხვევიოს დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.