ყალბი საგადასადო - საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება, გასაღება, გაყალბების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულები არიან შპს „კანებონი" -ს ხელმძღვანელი პირები ნინო ანთაძე და ნოდარ ანთაძე.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები იჯარით გასცემდნენ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ფართებს მაღაზიების სახით და წლების განმავლობაში, ყოველთვიურად თითოეული მოიჯარისგან იღბდნენ 500 ლარის ოდენობის თანხას, ხოლო საგადასახდო და საანგარიშსწორებო დოკუმენტებში აფიქსირებდნენ ყალბ მონაცემებს. ერთი მაღაზიის საიჯარო ფართზე 150 - 200 ლარამდე შემოსავალს. დღეის მონაცემებით, შპს „კანებონს" მთლიანობაში ინდმეწარმეებზე 31 მაღაზია აქვს იჯარით გაცემული.
სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლის ვადით.
მასალის გამოყენების პირობები