დღეს, 28 დეკემბერს, 14:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია `ადამიანის უფლებათა ცენტრის~ კახეთის ოფისის ორგანიზებით ჟურნალისტებისა და პრესსამსახურების თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის გუბერნატორი, მოადგილეები, მუნიციპალიტეტების გამგებლები, გამგეობების პრესსამსახურების უფროსები და რეგიონული ჟურნალისტები.
აღსანიშნავია, რომ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰყავს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის ჟურნალისტებთან თანამშრომლობა.
`ადამიანის უფლებათა ცენტრის~ კახეთის ოფისის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესსამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან პრაქტიკულად არ თანამშრომლობენ.
`შეხვედრის მიზანია იმ პრობლემების განხილვა, რის გამოც ეს თანამშრომლობა ვერ შედგა~, - აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.