დღეს, 6 ოქტომბერს, 18:00 საათზე, "ახალი გალერეაში" გურამ (ხიტა ) ქუთათელაძის გამოფენა გაიხსნება.
გურამ (ხიტა) ქუთათელაძის ნამუშევრები სხვადასხვა დროს (1955-1979 წწ.) გამოფენილი იყო იტალიაში, შვედეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ლიტვაში, რუსეთში.
ქუთათელაძეს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება 1965 მიენიჭა. მხატვარი 1979 წელს გარდაიცვალა და თბილისში საბურთალოს სასაფლაოს პანთეონშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს სურათების სახელმწიფო გალერეაში თბილისში მოეწყო. 1981 წელს პერსონალური გამოფენა მოსკოვშიც გაიმართა. 1983 წელს კი მიენიჭა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ მხატვრის ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს საპატრიარქოს სურათების კოლექციაში, მოსკოვის ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, "ლუდვიგის" მუზეუმში (მიუნხენი, გერმანია), კ. გლეიზერის კერძო კოლექციაში (საარბრიუკენი, გერმანია), ბობ და მერიონ როტშილდების კერძო კოლექციაში (აშშ) და სხვა კერძო კოლექციებში.