დღეს თბილისის მერი, გიგი უგულავა 2010 წლის დედაქალაქის საკრებულოს დასაქმების ბიუჯეტს წარუდგენს. ბიუჯეტი მოიცავს წინადადებებს, რაც თბილისელების დასაქმებას ითვალისწინებს.
საკრებულოს წარმომადგენელთა განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომელიც ისტორიული უბნებისა და მისი შემოგარენის, სახლებისა და შენობების რეაბილტაციას, ბანკებისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას, დაწყებული მშენებლობების დასრულებას და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს.
დედაქალაქის მერია თბილისელებს დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების, ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებსაც სთავაზობს.