ანსამბლი "რუსთავი" ფილარმონიაში "ქართული ქორწილის" გამართვას აპირებს. ამისთან შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელმა ფრიდონ სულაბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ფილარმონიაში "ქართული ხელოვნების საღამოზე" განახლებულ ცეკვებს წარმოვადგენთ. ძალიან გვინდა სცენაზე "ქართული ქორწილი" გავმართოთ, რომელიც სიმღერასთან ერთად დაიდგმება. უცხოლები რომ ნახულობენ ამას, გებულობენ, საიდან მოვდივართ ქართველები. პროგრამაში გავქვს "მოხეური" ცეკვა, რომელიც ჩემი ვარსკავლის გახსნაზე დაიდგა, "ძველი თბილისიც" ახალი ცეკვაა. ისეთი პროგრამა გვინდა წარვადგინოთ, რომ სიახლეებში ქართული სული არ დაიკარგოს. მე ვიტყოდი, ადამიანი ჩვენს კონცერტში ქართულ ისტორიას დაინახავს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სულაბერიძემ.
ანსამბლი "რუსთავი" "ქართული ხელოვნების საღამოების" ფარგლებში, ფილარმონიაში კონცერტს 23 დეკემბერს გამართავს.