შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) ნიჩბიანი ნავით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე ვიტალი გორმატინი.
გორმატინს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.