შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბულვარის მიმდებარე საზღვაო რაიონში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე: თევდორე გორკოვი და რომან შავროვი დააკავეს.
უკანონოდ მოპოვებული თევზი, მცურავი საშუალება და სახლართი ბადე შემდგომი რეაგირებისთვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარ სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) გადაეცა.