შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1991 წ.დ. ზაზა იჩქითი.
ბრალდებულმა 2011 წლის 21 სექტემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის კაპიტანს, კახა ხატიურს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.