დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში ე.წ ღორის გრიპის 1021 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტემპი თანდათან კლებულობს.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის აღნიშნული ვირუსით დაავადებული 21 ადამიანია მოთავსებული. მათგან შვიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ექვსი ინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. დაავადებულთა შორის არიან ფეხმძიმე ქალებიც.