ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 31 წლის ალექსანდრე სულაქველიძეს ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
პაციენტი სტაციონარში 22 დეკემბერს მოათავსეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა უკვე გართულებული იყო. ალექსანდრე სულაქველიძეს მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა.
აღნიშნული ფაქტი H1N1 ვირუსით ეგარდაცვალების ეს უკვე მეათე შემთხვევაა.