33 წლის ქართველი ძებნილი ტატო კაკაურიძე სკოტლანდ იარდის მიერ გამოქვეყნებეულ 14 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა შორის მოხვდა. აღნიშნული დამნაშავეები ბრიტანეთში იმალებიან.
კაკაურიძე ქართული პოლიციის მიერ 2002 წლიდან მკვლელობის ბრალდებით იძებნება. სკოტლანდ-იარდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ის ქალაქ ლიდს და მის შემოგარენს აფარებს თავს.
ბრიტანეთის პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, მიაწოდის ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, რაც ამ დამნაშავეების დაკავებაში დაეხმარება.
ძებნილთაგან 4 რუმინელია, 6 პოლონელი, დანარჩენები კი ალბანეთის, იტალიის და ავსტრალიის მოქალაქეები არიან. მათ ბრალად ედებათ მძიმე დანაშაულებები - მკვლელობა, გაუპატიურება და შეიარაღებული ძარცვა.