დღეს, 28 დეკემბერს, პრაიმერის ინიციატორი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ. პირველი შეხვედრა დღეს 12:00 საათზე პარტია "საქართველოს გზის" ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ "კონსერვატორების" გარდა, "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილი და "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი.
ორი დღის წინ პრაიმერის ინიციატორმა არსაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა დანარჩენ ოპოზიციურ გაერთიანებებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და მათ პრაიმერში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს.