იტალიაში ყაჩაღობის გამო ქართველი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, მატერას პროვინციაში 27 წლის თენგიზ ძაძამია, ერთ თანამზრახველთან ერთად, 75 წლის მარტოხელა ქალის სახლში შეიჭრა.
მოხუცს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბინიდან გამოსული ხმაურის გამო მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, ეჭვმიტანილებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა სამართალდამცავებმა ორივე ბოროტმოქმედი ბინიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.