ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ე.წ ღორის გრიპით დაავადებული ოთხი პაციენტი მოათავსეს.
ოთხი ინფიცირებულიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ამ დროისათვის ე.წ. ღორის გრიპის 1026 შემთხვევაა გამოვლენილი. ექიმების განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ვირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.