ჩვენ შეურიგებელთა პოზიციაზე ვდგავართ და არა რადიკალების, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი პარტია ქვეყანაში არსებული სიტუაციის ადეკვატურად მოქმედებს.
"ჩვენ შეურიგებელთა პოზიციაზე ვდგავართ და არა რადიკალიზმის. ერთხელ ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვთქვი - რადიკალები რომ ვიყოთ, რაც ამ ქვეყანას სააკაშვილმა დამართა, მის ჩამოხრჩობას უნდა ვითხოვდეთ. ჩვენ კი, მხოლოდ მის გადადგომას ვითხოვთ. ჩვენი ყველა ქმედება რადიკალური რომ იყოს, ბუნებრივია სხვა რეალობა გვექნებოდა, მაგრამ ჩვენ ადეკვატურად ვმოქმედებთ. რაც შეეხება მარტო დარჩენას, მე არ ვიტყოდი, რომ მარტო დავრჩი შეურიგებელთა შორის. ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლები, ვისთანაც ვმსჯელობთ, თუ როგორ გავაგრძელოთ მომავალი წლიდან აქტიური ქმედებები", _ განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენტან" საუბარში ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან ის ადამიანები, ვინც აქტიურად და ღიად დააფიქსირებს ამ პოზიციას.