"ლეიბორისტული პარტია" ლოტკინის დასახლებისთვის წყლის გრაფიკით მიწოდებას აპროტესტებს.
პარტიის წევრებმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახლებას წყალი მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება.
ისინი მოითხოვენ, სრულად აღდგეს წყლის მიწოდება, ან მოსახლეობას წლის გადასახადი გაუნახევრდეს.